ლაივ ჩათი

×
ბითკოინი
რიპლი
ეთერიუმი
დონაცია
crypton.ge

Binance

ეს ბლოგი განკუთვნილია მათთვის, ვინც ფლობს გარკვეული რაოდენობის კრიპტოვალუტას და ესაჭიროება საკუთარი სახსრების ბირჟაზე გადატანა, რათა აქტიურად შეძლოს სხვადასხვა ვალუტით ვაჭრობა.

 

ნაბიჯი 1: შევდივართ www.Binance.com -ზე და ვიწყებთ რეგისტრაციას, როგორც ეს სურათზეა მოცემული





ნაბიჯი 2: გამოდის სარეგისტრაციო ფანჯარა, რომელშიც ვუთითებთ ჩვენს მეილს და ვირჩევთ პაროლს, რომლის მეშვეობითაც მომავალში უნდა გავაკეთოთ Log In Binance-ის პლატფორმაზე - პაროლი უნდა იყოს მინიმუმ 8 სიმბოლოიანი და აუცილებელია დიდი და პატარა ლათინური ასოების გამოყენება, ასევე ეცადეთ, პაროლი მოიცავდეს რიცხვებსა და სიმბოლოებს.




ნაბიჯი 3: როდესაც მიუთითებთ "I agree to Binances Terms and Conditions" და შეიყვანთ მოთხოვნილ ინფორმაციას, გამოვა ახალი ფანჯარა, ღილაკის (მრგვალი ღილაკი სამი ცალი მწვანე ზოლით) გამოძრავებით მოცემულ ეკრანზე პაზლის ერთი ცალი დეტალი უნდა მოარგოთ ამოჭრილ ადგილს.


ნაბიჯი 4: ამის მერე Binance მოგთხოვთ თქვენი მეილის დადასტურებას, ამისათვის გახსენით მითითებული მეილი, მიღებული შეტყობინება Binance-სგან და დააჭირეთ ღილაკს - "Verify Email"


ნაბიჯი 5: მას შემდეგ, რაც დაჭერთ ღილაკს "Verify Email" გადახვალთ Log In გვერდზე, სადაც უნდა მიუთითოთ ნაბიჯ 2-ში შეყვანილი მეილი და პაროლი, რათა შეხვიდეთ პლატფორმაზე. 


ნაბიჯი 6: სჭიროა კიდევ ერთხელ იგივეს გაკეთება რაც გავაკეთეთ ნაბიჯ 3-ში:

 

ნაბიჯი 7: პლატფორმაზე შესვლამდე, Binance კიდევ ერთ ფანჯარას, შემოგთავაზებთ, რომელიც თქვენი უსაფრთხოებისათვის აუცილებელია. ლაპარაკია ე.წ. ორ ფაქტორიან ავტორიზაციაზე (2 FA), რაც გულისხმობს, რომ პლატფორმაზე შესასვლელად პაროლის შეყვანის გარდა უნდა გამოიყენოთ თქვენი მობილური აპლიკაციაც. ეს უსაფრთოხების შრე საჭიროა იმისათვის, რომ თქვენს გარდა სხვამ ვერ მოახერხოს თქვენი პაროლის გამოყენება. გადმოწერეთ მობილურის აპლიკაცია და მიჰყევით ინსტრუქციას. პირველ ეტაპზე, პლატფორმის ფუნქციების სანახავად შეგიძლიათ გამოტოვოთ ეს საფეხური და დააჭიროთ ღილაკს Skip for Now. თუმცა, გირჩევთ სამომავლოდ აუცილებად გააკეთოთ 2FA.

 

ნაბიჯი 8: ვებ გვედის მარჯვენა ზედა კუთხეში აირჩიეთ "Funds > Deposits Withdrawal"



ნაბიჯი 9: გადახვალთ ახალ გვერდზე სადაც მოცმეული იქნება გრძელი სია. ამ სიაში მოცემულია ყველა ვალუტა რომელიც ივაჭრება www.Binance.com -ზე. სწრაფად და იაფად, პლატფორმაზე თანხების გადასატანად, გირჩევთ არ გადარიცხოთ ბიტკოინი (BTC), მაგალითად, LiteCoin (LTC) გაცილებით უფრო სწრაფი და იაფია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გადარიცხავმდე თქვენი სახსრები გადაიყვანოთ თქვენთვის სასურველ ვალუტაში. მოცემულ მაგალითში განვიხილავთ სწორედ LiteCoin-ის მაგალითს. ამისათვის სიაში მოძებნეთ ვალუტა და დააჭირეთ ღილაკს Deposit.


როგორც ხედავთ, ღილაკზე Deposit დაჭერის შემდეგ გამოჩნდა "LTC Deposit Address" - ეს სწორედ ის მიამართია, რომელზეც უნდა გაგზავნოთ თქვენი კუთვნილი ლაითკოინი.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ამ მისამართზე გაგზავნოთ LTC და არა სხვა ვალუტა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავთ თანხას!

 

ნაბიჯი 10: გადარიცხვიდან რამოდენიმე წუთში, თქვენს ანგარიშზე უკვე აისახა LTC, იმისათვის, რომ ივაჭროთ ბირჟაზე საჭიროა თქვენი ლაითკოინი გადაიყვანოთ ბიტკოინში, რადგან ბირჟაზე ყველაზე მეტი ვალუტის ყიდვა სწორედ ბიტკოინითაა შესაძლებელი, თუმცა სხვადასხვა ვალუტის ყიდვა ასევე შესაძლებელია Binance Coin-ით (BNB), ეთერიუმით (ETH) და Thether-ით (USDT). ამისათვის გადადით გვერდზე Exchange > Basic როგორც ეს ქვემოთ სურათშია ნაჩვენები



ნაბიჯი 11: ბირჟაზე გადასვლის შემდეგ, თქვენ დაინახავთ ახალ ფანჯარას სადაც მოცემულია კონკრეტული ვალუტის გრაფიკი და ფასების დინამიკა. მარჯვენა ზედა კუთხეში (რომელიც სტაფილოსფრადაა მონიშნული) უნდა ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი ვალუტის კოდი. ამის შემდეგ იქვე შეგიძლიათ აირჩიოთ რომელი ვალუტით გსურთ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ვალუტა - როგორც წესი შეგიძლიათ მიუთითოთ BTC, ETH, BNB და USDT. საბლოოდ კი ირჩევთ ან Limit-ს ან Market-ს (მოცემულ სურათზე წითლად არის მონიშნული Limit, ხოლო მწვანედ Market). თუ გსურთ რაღაც კონკრეტულ ფასად იყიდოთ / გაყიდოთ ესა-თუ-ის ვალუტა ირჩევთ Limit-ს და უთითებთ თქვენთვის სასურველ ფასს, ხოლო ვალუტის მომენტალურად საყიდლად / გასაყიდად გადადიხართ სექცია Market-ში და ტრანზაქცია მიმდინარე ფასით განხორციელდება.


Binance გაცილებით უფრო სრულყოფილი ანალიზის ჩატარების საშუალებას იძლევა, ვიდრე ეს ინსტრუქციაშია მოცემული, მაგრამ დამწყებთათვის, აღწერილი ფუნქციების გამოყენება სავსებით საკმარისია, სასურველი ოპერაციების შესასრულებლად. ინსტრუქციაში მიზანმიმართულად არ არის აღწერილი Advanced ბირჟის გამოყენება, Stop-Limit ფუნქცია და სხვა.

 

ბლოგში მოვემულ ლინკებზე გადასვლით, გამოიყენებთ ავტორის რეფერალურ ლინკებს, რის სანაცვლოდაც იგი Binance-ისგან  მიიღებს თქვენს მიერ გაკეთებული ვაჭრობიდან საკომისიოს, 0,01- 0,02%-ის ოდენობით.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

დაამატეთ კომენტარი

  • reload, if the code cannot be seen

რიპლის ფასის პროგნოზი 2018

07 Mar 2018 ,admin
  გუშინდელი განცხადების შემდეგ,რომელსაც...

ჩათ აპლიკაცია "LINE" თავის

31 Jan 2018 ,gio
მას შემდეგ რაც ჰაკერებმა გასულ კვირას...

Facebook და Instagram

31 Jan 2018 ,admin
 Facebook-მა გამოაქვეყნა ახალი წესები...

რა არის რიპლი?

28 Jan 2018 ,admin
დღესდღეობით უკვე ცნობილია უამრავი ინვესტორი,...
up